The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მათიკო კაკაბაძე

მათიკო კაკაბაძე
ოფიციალური სახელი:მართა კაკაბაძე
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 2008  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემია 1950 წელს.

1950 წლიდან მუ­შა­ობ­და "საქსოფლმშენსახპროექტში". ნამუშევრები: კ. ამირეჯიბის სახელობის სა­ქარ­თვე­ლოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრი­ფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი სოფელ ­დიღომში (1967), მ. სა­ბაშვი­ლის სახელობის სა­ქართველოს ნიადაგთ­მცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი (1971), სა­ქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი (1979, ორივე თბილისში), ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპლექსი ანასეულში (1984; ყველა – თ. ალავერდაშვილთან ერთად) და სხვა; აზომილი აქვს (1962, 1963; თ. ალავერდაშვილთან ერთად) აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთიანეთის (თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი) საცხოვრებელი, სამეურნეო, საზოგადოებრივ-საკულტო ­ნაგებობები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472-473

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - სა­ქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: