The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კაკალაშვილი

ალექსანდრე კაკალაშვილი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1995  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მექანიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის სა­ქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1942 წელს, მოსკოვის საარტილერიო აკადემია 1943 წელს.

1946 წელს მუშაობა დაიწყო სა­ქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1958 წლიდან იყო კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების, ხოლო 1976 წლიდან – სამაცივრო ტექნოლოგიების კა­თე­დრის გამგე; 1977 წლიდან ხელმ­ძღვა­ნე­ლობდა თავისსავე ჩამოყალიბებულ დარგობრივ ლაბორატორიას; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება კვების მრეწველობაში მანქანათმშენებლობის მიმართულებით გაან­გარიშებისა და ­კონსტრუირე­ბის საკითხებს, კერძოდ, ჩაის გადამმუშავებელი მანქანების პრობლემების გადაჭრას. მის გამოგონებებზე გაცემულია და გაყიდულია პატენტები ინგლისში, იაპონიაში, ინდოეთსა და შრილან­კაში. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 476

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - სა­ქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • 1982 - სსრკ დამსახურებული გამომგონებელი
  • 1981 - სა­ქართველოს სა­ხელმწიფო პრემია (მეცნიერების ჯგუფთან ერთად)
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: