Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კაკალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1942 წელს, მოსკოვის საარტილერიო აკადემია 1943 წელს. 1946 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1958 წლიდან იყო კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების, ხოლო 1976 წლიდან – სამაცივრო ტექნოლოგიების კათედრის გამგე; 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისსავე ჩამოყალიბებულ დარგობრივ ლაბორატორიას; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება კვების მრეწველობაში მანქანათმშენებლობის მიმართულებით გაანგარიშებისა და კონსტრუირების საკითხებს, კერძოდ, ჩაის გადამმუშავებელი მანქანების პრობლემების გადაჭრას. მის გამოგონებებზე გაცემულია და გაყიდულია პატენტები ინგლისში, იაპონიაში, ინდოეთსა და შრილანკაში. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 476 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |