შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჭონქაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 2006 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 2010 წელს. მუშაობდა დამოუკიდებელ ავტორად ქართულ პერიოდულ გამოცემებში: "კვირის პალიტრა", "ახალი ეპოქა", "ჩვენი მწერლობა" და სხვ.; 2007 წლიდან დღემდე - გაზეთ "დუშეთის მაცნის" რედაქტორი; 2008 წლიდან - გაზეთ "ფუძნარის" სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2010-2012 წწ. - გაზეთ "ყაზბეგის მაცნის" რედაქტორი; 2015 წლიდან - ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლის პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; კორექტორი წიგნისა "გათენებული ღამის სიხარული" (2018). მისი წერილები შეტანილია სხვადასხვა წიგნსა და ბროშურაში. ეწევა კერძო კვლევით საქმიანობას ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული თემატიკის წერილები იბეჭდება ქართულ გამოცემებში. სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |