The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ზაუტაშვილი

ელენე ზაუტაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1957 წელს.

1957-1997წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრტიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1986 წლიდან - მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა საველე ექსპედიციებში და კვლევისათვის აგროვებდა მასალებს. წლების მანძილზე მუშაობდა სოფლის მეურნეობის კარტოგრაფირების საკითხებზე. ამ და სხვა სახის რუკები შეადგინა და გამოსცა "საქართველოს ატლასში" (1964) თანაავტორობით. მონაწილეობდა "კუბის ნაციონალური ატლასის" (1971) გამოსაცემად მომზადებაში, "საქართველოს სსრ კურორტებისა და საკურორტო რესურსების ატლასის" (1989), "კავკასიის ტურისტული ატლასის" (1989), საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის (1992) რუკების შედგენაში. მუშაობდა ისტორიუილ კარტოგრაფიის საკითხებზე. მონაწილეობდა "საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასის (მასალები)" შედგენაში (1980). გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეა საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებისა (მოსკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, ტაშკენტი და სხვ.). კარტოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.125


გააზიარე: