Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ზაუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1997წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრტიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1986 წლიდან - მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა საველე ექსპედიციებში და კვლევისათვის აგროვებდა მასალებს. წლების მანძილზე მუშაობდა სოფლის მეურნეობის კარტოგრაფირების საკითხებზე. ამ და სხვა სახის რუკები შეადგინა და გამოსცა "საქართველოს ატლასში" (1964) თანაავტორობით. მონაწილეობდა "კუბის ნაციონალური ატლასის" (1971) გამოსაცემად მომზადებაში, "საქართველოს სსრ კურორტებისა და საკურორტო რესურსების ატლასის" (1989), "კავკასიის ტურისტული ატლასის" (1989), საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის (1992) რუკების შედგენაში. მუშაობდა ისტორიუილ კარტოგრაფიის საკითხებზე. მონაწილეობდა "საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასის (მასალები)" შედგენაში (1980). გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეა საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებისა (მოსკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, ტაშკენტი და სხვ.). კარტოგრაფი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.125
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |