შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ზაქაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხადა, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1966 წელს. მუშაობა დაიწყო ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსიტუტში დაშრობის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათი უმეტესობა კოლხეთის დაბლობის ჭაობების დაშრობაზეა მიძღვნილი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკადიდატო დისერტაციის თემა - "მძიმე თიხოვანი და თიხნარი ნიადაგების ბუნებრივ-მელიორაციული დარაიონება ფილტრაციული თვისებების გათვალისწინებით (კოლხეთის დაბლობის მაგალითზე). დაიცვა 1983 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.125
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |