Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ზაქარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1974 წელს. 1975 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ინჟინრის, შემდეგ უფროსი ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლისა და 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. მუშაობდა მყინვარული ჩამონადენის ფორმირებისა და შიდაწლიური განაწილების რეჟიმისა და წყლის რესურსების პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მყინვარებიდან ჩამონადენის ფორმირების მექანიზმი და რეჟიმი", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.126
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |