Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ზახაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობით - 1939 წელს. 1939 წელს ჩაირიცხა საკავშირო ცენტრალურ ინსტიტუტთან არსებულ უმაღლესი კვალიფიკაციის სინოპტიკოსთა მოსამზადებელ კურსებზე და მიიღო ინჟინერ-მეტეოროლოგის წოდება. 1940 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს თბილისის ამინდის ბუროში; 1941-1945წწ. იყო მოქმედ არმიაში მოძრავი რადომეტეოროლოგიის ცენტრში, ხოლო 1945-1947წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურის ხაზით მოკავშირეთა სამსახურში (რუმინეთი). არმიიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ თბილისის ამინდის ბიუროში მუშაობს, ხოლო 1952 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1949-1952წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გეოფიზიკის სპეციალობით. მის სადისერტაციო ნაშრომში განხილულია ხმელთაშუა და შავი ზღვების ციკლონების ჩასახვა, ევოლუცია და მათი ამიერკავკასიისაკენ გადმონაცვლების და მათ მიერ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ამინდის პირობების ცვლილების პროგნოსტიკული მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად განხილულია ამიერკავკასიის რთულ რეგიონზე სინოპტიკური ობიექტების გადმონაცვლების ევოლუცია და ამინდის პირობების პროგნოზირების საკითხები. 1969 წლიდან ჯერ საათობრივ, ხოლო შემდეგ სრულ საშტატო ერთეულზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ოკეანოლოგიის კათედრაზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული პროცესების დინამიკა, რომლებიც აპირობებენ სამხრეთის ციკლონების გამოსვლას ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.126 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |