შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კაკოიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1957 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სანიტარულ-მედიცინის ნაწილის ქირურგად; 1960-72წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორად; 1979-2006წწ. იყო ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი; 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის მოწვეული პედაგოგი, 2012 წლიდან – რექტორთა საბჭოს წევრი. იკვლევდა იზოლირებული და იმპლანტირებული გულის აღდგენის საკითხს ნორმოთერმული პერფუზიის პირობებში, ჩირქოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და ოპერაციული მკურნალობის ზოგად პრინციპებს; ავტორია სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოსი – "ქირურგიული გასტროენტეროლოგია"; არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში; საზოგადოებაბა "მედიკის" ჩემპიონატების მონაწილე და პრიზიორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1979). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 478 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |