შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი კაკულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოელი გურძემი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1948-1958წწ. იყო კურორტ მენჯის მთავარი ექიმი; 1958-1996წწ. მუშაობდა ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1968 წლამდე იყო ამ ინსტიტუტის ბალნეოთერაპიის განყოფილების გამგე; 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა ფიზიო-ბალნეოთერაპიისა და სამკურნალო ფიზკულტურის განყოფილებებს; 1978 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; ის იკვლევდა კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის აქტუალურ საკითხებს; დაადგინა მიკროელემენტების ელექტროფორეზის, აგრეთვე სხვადასხვა ინტენსივობის მაგნიტური ველის ეფექტური გავლენა პათოლოგიურ პროცესებზე გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა დაავადებების დროს; შეიმუშავა 40-ზე მეტი ახალი სამკურნალო ფიზიოთერაპევტიული მეთოდი, რომელიც დაინერგა სამედიცინო პრაქტიკაში. 1979-1996წწ. იყო თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერ საზოგადოებისბის თავმჯდომარე; ფიზიოთერაპევტ-კურორტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1977). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 478 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |