The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი კაკულია

Date of birth:22 April, 1922
Date of death:27 March, 1996  (at 73 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოელი გურძემი, ახლანდელი მარტვილის ­მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

1948-1958წწ. იყო კურორტ მენჯის მთავარი ექიმი; 1958-1996წწ. მუ­შა­ობ­და ი. კონია­შვი­ლის სახელობის კურორტოლოგიის და ფი­ზი­ო­თერა­პიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1968 წლამდე იყო ამ ინსტიტუტის ბალნეოთერაპიის განყოფილების გამგე; 1968 წლიდან ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ფიზიო-ბალნეოთერაპიისა და სამკურნალო ფიზკულტურის განყოფილებებს; 1978 წლიდან იყო სა­ქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; ის იკვლევდა კურორტოლოგიის და ფი­ზი­ო­თე­რა­პიის აქტუალურ საკითხებს; დაადგინა მიკროელემენტების ელექტროფორეზის, აგრეთვე სხვა­და­სხვა ინტენსივობის მაგნიტური ველის ეფექტური გავ­ლენა პათოლოგიურ პროცესებზე გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა დაავადებების დროს; შეიმუშავა 40-ზე მეტი ახალი სამკურნალო ფიზიოთერაპევტიული მეთოდი, რომელიც დაი­ნერ­გა სამედიცინო პრაქტიკაში. 1979-1996წწ. იყო თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერ საზოგადოებისბის თავმჯდომარე; ფიზიოთერაპევტ-კურორტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1977).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 478

Member of Organizations

  • თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1979-1996)

Awards and Honors

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: