შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კაკულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1959 წელს. 1972-1979წწ. და 1985-1991წწ. იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 1979-1985წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და აგროსამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-2005წწ. ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1959 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; 2006 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალ "ეკონომიკური პროფილის" მთავარი რედაქტორია; მისი მეცნიერების კვლევის სფეროა ეკონომიკის თეორიის, ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის, საბაზრო ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის საკითხები; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 18 მონოგრაფია და 25 სახელმძღვანელო; ჟურნალ "საქართველოს ეკონომისტის" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მისმა სახელმძღვანელომ (ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი) "საგადასახადო საქმე" ნომინაციაში "2007 წლის საუკეთესო ნაშრომი ეკონომიკაში" მიიღო პირველი პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 479; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.38 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |