Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ზირაქაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1964 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მარტყოფის ფიზიკურ გეოგრაფიულ სტაციონარში გამგის მოადგილედ. 1967-1971წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება რეგიონების ლანდშაფტურ კვლევებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის კათედრის დოცენტი, შეთავსებით მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში გეოგრაფიის კათედრაზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-ტერიტორიული კომპელქსების ლანდშაფტურ-გეოფიზიკური თავისებურებანი და წლიური მდგომარეობები (მარტყოფის სტაციონარის მაგალითზე)", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.128
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |