The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კაკუშაძე

ზურაბ კაკუშაძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1991 წელს; კორნელის უნივერსიტეტი (აშშ) 1996 წელს და მიენიჭა დოკტორის ხარისხი ფიზიკაში.

1996-1999წწ. მუ­შაობ­და ჰარვარდის უნივერსიტეტში (აშშ); 1999–2002წწ. იყო ნიუ-იორკის სტონი ბრუკის (სტონი ბრუკის) უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი; 2002-2007წწ. კანადის საინვესტიციო ბანკის "RBC Capital Markets Corporation" დირექტორი; 2007-2008წწ. რაოდენობრივი საინვესტიციო ფირმის "World Quan" მმართველი დირექტორი; 2008-2009წწ. – "Revere Data" ფირმის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი; ამავდროულად, 2003-2012წწ. ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და "Fynance Consulting" ფირმას; 2008 წლიდან არის "Quantigic®Solutions LLC" კომპანიის პრეზიდენტი; 2013 წელს მუ­შაობ­და კონექტიკუტის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორად; 2014 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკისა და ბიზნესის სკოლების პროფესორია. მისი სამეცნიერო კვლევების სფეროა მაღალი ენერგიების ფიზიკა, სიმების თეორია, გრავიტაცია, მათემატიკური ფიზიკა, ფინანსური მათემატიკა, რაოდენობრივი ფინანსები. არის ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების ავტორი თეორიულ ფიზიკაში, რისკების სტატისტიკურ თეორიასა და მის გამოყენებებში. 15 წლის ასაკში გაიმარჯვა ფიზიკის ოლიმპიადებში სა­ქარ­თვე­ლოსა (1988, თბილისი, თეორიული ფიზიკა, კომპიუტერული მოდელირება, ექსპერიმენტული ფიზიკა) და სსრკ სტუდენტთა შორის (1988, კიშინიოვი, თეორიული ფიზიკა). 1983-1985წწ. მონაწილეობდა რ. დოღონაძის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სტუდენტური წრის მუშაობაში; 1994 წელს მოიპოვა ეტორე მაიორანას ცენტრის (იტალია) პოლ დირაკის სახელობის სტიპენდია, 2001 წელს ალფრედ სლოუნის ფონდის სტიპენდია; ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფინანსური მათემატიკისა და რაოდენობრივი ფინანსების სპეციალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 480; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.271

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: