The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტერენტი კაკუშაძე

დაბადების თარიღი:18 მარტი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1979  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1924 წელს.

1937 წლიდან იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ილიას უნივერსიტეტი) სწავლული მდივანი; 1946-1978წწ. ამავე ინსტიტუტის ფიზიკის კა­თე­დრის გამგე; მისი შრომები ეხება მყარი სხეულის ფიზიკასა და რენტგენის სპექტრების თეორიას; განავითარა რენტგენის სპექტრებში ჯგუფური გადასვლის თეორია და ახლებურად ახსნა სატელიტების წარმოქმნა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 480

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - სა­ქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: