The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არნოლდ კალანდარიშვილი

დაბადების თარიღი:1 მარტი, 1939
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 2012  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1993წწ. მუ­შა­ობ­და სო­ხუ­მის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას; 1990 წლიდან მუ­შა­ობ­და მოსკოვში კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში გენერალური დირექტორის მო­ად­გი­ლედ; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება კოსმოსური საფრენი აპარატების თერმოემისიური რეაქტორ-გარდამქმნელების ფიზიკას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - სა­ქართველოს სა­ხელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    1971-1987წწ. შესრულებულ სამუშაოთა ციკლისთვის – "თერმოემისიური გარდამქმნელების მასალათა თვისებების კვლევა"

გააზიარე: