შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს. 1938-1941წწ. მუშაობდა მოსკოვის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ინსტიტუტებში ლექტორად და მეცნიერ თანამშრომლად; 1941-1945წწ. ასწავლიდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1942-1954წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1946-1953წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტში (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი), სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკის სამწლიან პარტიულ სკოლასა და კონსერვატორიაში; 1958-1960წწ. იყო ვლადივოსტოკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე; 1960-1965წწ. ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელი; მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; მუშაობდა ფილოსოფიის ისტორიისა და დიალექტური ლოგიკის საკითხებზე; აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართული ლოგიკური მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში; მან პირველმა გამოიკვლია ს. დოდაშვილისა და სხვა ქართველ მოაზროვნეთა შეხედულებანი ლოგიკის შესახებ. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1961), ლოგიკის ისტორიისა და თეორიული პრობლემების მკვლევარი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიალექტიკური ლოგიკა აზროვნებაში ობიექტურ წინააღმდეგობათა ასახვის შესახებ". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |