შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1974-1979წწ. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე; 1979-1993წწ. იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1993 წლიდან იყო საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ფილოსოფიისა და ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრის გამგე; მისი შრომები ეხება ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემებს, საზოგადოებრივი პროგრესის სოციალურ-ფილოსოფიურ საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია; იყო სახელმძღვანელოების, სამეცნიერო კრებულებისა და მონოგრაფიების რედაქტორი და თანაავტორი. მონაწილეობდა საქართველოს ფილოსოფიის საზოგადოების, სოციოლოგიური ასოციაციისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოება "ცოდნის" ღონისძიებათა მომზადებასა და ჩატარებაში. 1986 წლიდან იყო სენაკის აკადემიის პრეზიდენტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |