The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტონი კალანდარიშვილი

ტონი კალანდარიშვილი
ოფიციალური სახელი:ოთარ კალანდარიშვილი
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2003  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემია 1950 წელს.

1951-2003წწ. მუ­შა­ობ­და "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქი­ტექტორად, არქიტექტურის სახელოსნოს ხელმძღვანელად; გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა; 1955-1977წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; საკონკურსო პროექტები: ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში, 1957, III პრემია (მოქანდაკე გ. კორძახია); სა­ქართველოს კულტურული ცენტრი იერუსალიმში, 1997, წამახა­ლისებელი პრემია (არქიტ. დ. მორბედაძესთან და ნ. ქუმსიაშვილთან ერთად). ნამუშევრები: პიონერთა და მოსწავლეთა (ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული) სასახლის ბაღის ჭედური ღობე (1952; არქიტექტორ დ. მორბედაძესთან ერთად); ინდივიდუალური სააგარაკო სახლები დაბა წყნეთში (1953); მეტროს სადგური "რუსთაველის მოედნის" ზედა პავილიონი (1965); სასტუმრო "ივერია" (ამჟამად "რედისონ-ივერია") თბილისში (1967; თანაავტორი არქიტექტორი ი. ცხომელიძე, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1972); შ. ნუცუბიძის ქუჩის ფერდობების განაშენიანება თბილისში – საცხოვრებელი კომპლექსი "შატილი" (1974-1976; არქიტექტორ გ. ფოცხიშვილთან ერთად); მემორიალი ქუთაისში (1978; მოქანდაკე მ. ბერძენი­შვი­ლი); რესპუბლიკის (ამჟამად პირველი რესპუბლიკის) მოედანი და სამსართულიანი სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში (1982; არქიტ. გ. ფოცხიშვილთან ერთად); დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში (1998; მოქანდაკე მ. ბერძენი­შვილი). მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1972).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 486; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1960-)
  • სსრკ არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თანამედროვე არქიტექტურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1967 - სა­ქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: