The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფელიქს კალანდარიშვილი

ფელიქს კალანდარიშვილი
Date of birth:26 November, 1947  (77 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს.

1972-1975წწ. სამეცნიერო კვლევა დაიწყო მოსკოვის კოლცოვის სახელობის ბიოლოგიის განვითარების ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილებაში აკადემიკოს ი. ზბარსკის ­ხელმძღვანელობით; 1975 წლიდან იყო ი. ბერი­ტა­შვი­ლის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროქიმიური ლა­ბო­რა­ტო­რიის თანამშრომელი, ქცევის გენეტიკის მიმართულების ჩამომყალიბებელი და ლაბორატორიის გამგე (2000-2006), დირექტორის მო­ად­გილე (1986-1991; 2000-2005). გაიარა დოქტორანტურა უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტში (ჩრდ. კაროლინა, აშშ, 1992–93), ორგანიზატორი ფორუმისა "კულტურათა დიალოგი" (UNEშჩO); 1996– 2002წწ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობების ცენტრის გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან  სა­ქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თა­ნაშემ­წე, მო­ად­გი­ლე (2007-2013); 2013 წლიდან ადმინისტრაციის აპარატის უფროსი; მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ქცევის გენეტიკური და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები სტრესის პირობებში; დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია, უჯრედის ბირთვის ბიოქიმია; მან დაადგინა ვირთაგვას ღვიძლის დაბერებულ უჯრედებში დნმ-ის ­რაოდენობის, რეპლიკაციისა და რეპარაციის სი­ჩქარეების შემცირება; გამოიყვა­ნა ვირთაგვების ხაზი, რომელთაც გააჩნდათ გენეტიკურად დეტერმი­ნირებული ქცევის აშლილობა ინფორმაციული სტრესის პირობებ­ში; აღმოაჩინა, რომ ვირთაგვას ღვიძლის უჯრედის ბირთვის ენერგეტიკული უზრუნველყოფა ხორ­ციელდება ატფ-ით ­წარ­მო­ქმნილ ამფ-ის და მაკროერგული ფოსფატებისგან. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 486

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Share: