შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ თენეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის საორგანიზაციო მეთოდური დარგი 1932 წელს. 1932-1937წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში, აქვე ასწავლიდა გეოგრაფიასა და პედაგოგიკას; 1939-1943წწ. სწავლობდა საქართველოს განსახკომის დაწყებითი და საშუალო სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის სპეციალობაზე. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1949-1952წწ. მუშაობდა თბილისის მე-10 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, ხოლო 1952-1954წწ. 55-ე საშუალო სკოლაში; 1958-1973წწ. კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.133 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |