შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბონდო კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1965 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; მეღვინეობის რესპუბლიკურ გაერთიანება "სამტრესტში", თბილისის სამრეწველო გაერთიანება "კრისტალში". 2006-2011წწ. იყო კომპანია "სარაჯიშვილის" მაგარი ალკოჰოლური სასმელების სამსახურის უფროსი; მის მიერ შექმნილია ქართული ალკოჰოლური სასმელების 60- ზე მეტი ნიმუში. მათგან არაყმა "ტარხუნამ" დიდი მოწონება დაიმსახურა ამერიკის, შვედეთის და სხვა ქვეყნების ბაზრობებზე; არჩეულია ახალი ორლეანის (აშშ, ლუიზიანას შტატი) საპატიო მოქალაქედ (1989); შეყვანილია სსრკ საპატიო მეღვინეთა სიაში. დარგში დამსახურებისათვის 2012 წელს უკრაინისა და ყირიმის მეღვინეთა კავშირმა დააჯილდოვა "ლევ გოლიცინის" ოქროს მედლით; 2014 წელს მიენიჭა მეღვინეობის საპატიო დეგუსტატორის წოდება; მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეღვინეობის გამოფენებზე, ბაზრობასა და დეგუსტაციაზე; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სომელიეთა და ბარმენთა ასოციაციაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მეღვინე, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სპეციალისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 488 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |