შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1997 წელს; გაერთიანებული სამხედრო აკადემია 2001 წელს. 2001-2006წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში; 2006-2009წწ. იყო მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური; 2009-2010წწ. სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე; 2010-2011წწ. სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი; 2010-2012წწ. გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე; 2012 წელს ბრიგადის გენერალი და გაერთიანებული შტაბის უფროსი. 2014 წლიდან ცხოვრობს უკრაინაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 488
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |