შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1944 წელს. 1946 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, დოცენტი, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1953-1955წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1955-1974წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1974-1979წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1979 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 488 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |