Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1951 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1958-1960წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; მისი მონაწილეობით საქართველოში, მსოფლიოში პირველად, ტყვარჩელის ერთ-ერთ შახტზე გამოიცადა და დაინერგა მიწისქვეშა სამგზავრო კიდული ბაგირგზა, რომელსაც შემდგომში ხშირად იყენებდნენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; მისი გამოცდილება გაიზიარეს რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა შახტებში; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულება შეეხებოდა სამგზავრო ბაგირგზების გამტარუნარიანობის გაზრდას, საიმედოობის ამაღლებასა და ექსპლუატაციის უსაფრთხოებას; ის ითვლება სამგზავრო ბაგირგზების მდგრადობის თეორიისა და ბაგირგზების დეფექტოსკოპიის ერთ-ერთ ფუძემდებლად; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და დაინერგა ბაგირგზებისათვის ინდუქციური კავშირისა და სიგნალიზაციის ორიგინალური აპარატურა, ფოლადის ბაგირებისა და ფოლადის მილების გაუმჯობესებული კონსტრუქციის დეფექტოსკოპები, ბაგირგზის მზიდი ბაგირის ბერკეტულ-ზამბარიანი დამჭიმავი მოწყობილობები და სხვა; 1939-1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; უშუალოდ მონაწილეობდა ბერლინის აღებაში. მიღებული აქვს 18 საბრძოლო ორდენი და მედლები; ავტორია 25 გამოგონებისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; სამთო ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), საბაგირო ტრანსპორტის ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 489 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |