შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიის ენერგეტიკის ფაკლტეტი 1963 წელს; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის 2-წლიანი უმაღლესი სკოლა ქ. მოსკოვში 1970 წელს. 1978-1982წწ. იყო აჭარის ასსრ უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის უფროსი; 1983 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1986-1987წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის უფროსი; 1987-1990წწ. დაზვერვის უფროსი; 1990-1992წწ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993წწ. საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1998–2001წწ. საქართველოს ელჩის მრჩეველი უზბეკეთის რესპუბლიკაში. გენერალ-მაიორი (1993). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 490
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |