შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რენე კალანდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინნსტიტუტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1961 წლიდან ცხოვრობდა ქ. სოხუმში; 1963-1967წწ. მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში; სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებისა და ალმანახ "რიწის" რედაქციებში; იყო სოხუმის რადიოს კორესპონდენტ-ორგანიზატორი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1966 წელს; პირველი პოეტური კრებული "ხსოვნის ყვავილი" გამოსცა 1972; ავტორია კრებულებისა: "კონცერტი" (1975), "გამოფენა" (1978), "სეზონის დახურვა" (1981), "ოთხი სიმის ოთხი სხივი" (1984) და სხვა; კ. თარგმნიდა XX საუკუნის ფრანგი, პოლონელი, ლიტველი პოეტების ნაწარმოებებს; მისი პოეზია თარგმნილია ლიტვურ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ, აფხაზურ და სხვა ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 491 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |