The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კალაძე

თამაზ კალაძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1967 წელს.

1967-19წწ. მუ­შა­ობ­და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1998-2007წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, 2000 წელს და 2005-2007წწ. არის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვე­ული პროფესორი (ქ. ნანჯინგი, "მეწამული მთის ობსერვატორია" = Purple Mountain Observatory), 2007-2014წწ. ქ. ლაჰორის (პაკისტანი) სა­ხელმწიფო უნივერსიტეტ-კოლეჯის ფიზიკის ფაკულტეტის უცხოელი პროფესორი; 2014 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყე­ნებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომელია; 2017 წელს კვლავ ქ. ლაჰორის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტ-კოლეჯში კითხულობდა ლექციებს; მისი სამეცნიერო ინ­ტე­რე­სე­ბის სფეროა პლაზმის ფიზიკა; მაგნი­ტოსფეროსა და იონოსფეროს ფი­ზიკა; თერმობირთვული დანადგარების თეორია; ­მიწისძვრის წინამძღვრების თეორიული საკი­თხები; მზის ფიზიკა; არაწრფივი დინამიკა და ქაოსი; მან (სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველად) დაიწყო ფიზიკის ამოცანების რიცხვითი გათვლების რეალიზაცია ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებზე, საფუძველი ჩაუყარა თერმობირთვული არამდგრადობის თეორიას რეაქტორ ტოკამაკში; არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.  ნაყოფიერი კვლევებისთვის მიღებული აქვს პაკისტანის მეცნიერებისა და ტექ­ნოლოგიების სამინისტროს პრემიები (2011, 2012, 2013). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტო­რი (1990).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 494

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ილია ვეკუას სახელობის პრემია

გააზიარე: