შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კამლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტაბაკინი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1930 წელს. 1930-1947წწ. მუშაობდა "აზნეფტის" სისტემაში ინჟინერტექნიკოსად, შემდეგ ნავთობის სხვადასხვა ტრესტის მმართველად; 1941-1944წწ. ბაშკირეთში იყო ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტრესტის მმართველი; 1947 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში; 1947-1953წწ. იყო ტრესტ "საქნავთის" მმართველი; მან დიდი წვლილი შეიტანა ნავთობის მრეწველობის განვითარებაში; პირველმა შეისწავლა კასპიის ზღვის ფსკერი და აღმოაჩინა ნავთობი არტიომ-კუნძულზე (ახლანდ. კ. პირალაჰი); იყო ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ერთ-ერთი ორგანიზატორი; აღზარდა ნავთობის მრეწველობის მრავალი სპეციალისტი; 1951 წელს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, "ნავთობის ზღვიური საბადოების აღმოჩენისა და ათვისებისათვის" მიენიჭა პირველი ხარისხის სტალინური პრემია. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო. სამთო ინჟინერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 508 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |