The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლარისა თიგიშვილი

ლარისა თიგიშვილი
Date of birth:9 September, 1949  (75 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ლილო, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1973წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორანტად; 1973-1976წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ზღვის ნაპირების დინამიკისა და მორფოლოგიის შემსწავლელ ლაბორატორიაში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილებაში, იმავე თანამდებობაზე; 1980 წლიდან უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, ხოლო შემდეგ მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1979 წლიდან იყო სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. დაამთავრა საკვალიფიკაციო ნაშრომი - "საქართველოს ვულკანური რელიეფის მორფოლოგია". მუშაობდა თემაზე - "ჯავახეთის ვულკანური ზეგნის მორფოსტრუქტურები და მორფოსკულპტურები". არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი საგაზეთო პუბლიკაციისა და  წიგნის "საქართველოს ვულკანური რელიეფის" ავტორი.  ოკეანოლოგი, გეომორფოლოგი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.134-135


Share: