The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თოლორდავა

რევაზ თოლორდავა
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხური, ჩხოროწყუს რაიონი.

1970-1971წწ. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მათემატიკის სპაციალობით. 1971-1973წწ. მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში; 1975-1980წწ. სწავლას აგრძელებს ქ. ლვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოდეზიის ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-გეოდეზისტის კვალიფიკაციით.

1979-1992წწ. მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში, საძიებო განყოფილებაში, ჯერ ტექნიკ-ტოპოგრაფად, შემდეგ ინჟინერ-გეოდეზისტად, ტოპო-გეოდეზიური პარტიის უფროსად; 1983-1993წწ. შეთავსებით მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1990-1993წწ. კი საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის მებაღეობა-მებოსტნეობის კათედრაზე, მასწავლებლად; 1989-2004წწ. თსუ სოხუმის ფილიალში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის კათედრაზე, მასწავლებლად; 1993 წელს მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს II საარმიო კორპუსში, საარტილერიო პოლკში, ტანკსაწინაღობო დივიზიონის დაზვერვის უფროსად; 1992-1995წწ. ლექციებს კითხულობდა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში; 1996-2006წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ; 2004-2005წწ. თსუ სოხუმის ფილიალში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (2006-2007წწ. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა) ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 2005-2006წწ. თსუ სოხუმის ფილიალის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოცენტი და გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელია; 2007 წელს აფხაზეთის მთავრობის დავალებით ზემო აფხაზეთში (ს. ჩხალთა, ს. აჟარა) ჩაატარა ტოპო-გეოდეზიური სამუშაოები რეგიონის კეთილმოწყობის პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოების კარტოგრაფიული უზრუნველყოფის მიზნით; 2008 წლიდან მონაწილეობდა ზემო აფხაზეთში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ არქეოლოგიურ ექსპედიციაში -  რეგიონის ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების საკვლევი-საძიებო სამუშაოების ტოპო-გეოდეზიური საფუძვლის უზრუნველსაყოფად; 2015 და 2017 წლებში მიიწვიეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. პროფესიული მოდულური პროგრამის "ამზომველ-ტოპოგრაფის" ჩარჩო დოკუმენტის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელად; 2007-2012წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (2012-2021წწ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის) ფაკულტეტი, გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათამათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის სფეროებია: სახელმწიფო საზღვრების მოწესრიგების საკითხები, გეოდეზიის, ტოპოგრაფიისა და კარტოგრაფიის (ტერიტორიის კარტოგრაფირების) თეორიული და პრაქტიკული საკითხები; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსებს: ტოპოგრაფია, კარტოგრაფია, ზოგადი ჰიდროლოგია, სახელმწიფო საზღვრები, საზოგადოებრივი გეოგრაფია; 2019-2022წწ. შეთავსებით მუშაობდა კოლეჯ "სპექტრში", მოდულური პროგრამის "აზომვითი ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება", პროფესიულ მასწავლებლად; 2019 წლიდან შეთავსებით მუშაობს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში, მოდულური პროგრამის "აზომვითი ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება", პროფესიულ მასწავლებელად, 2022 წლიდან მიმართულების ხელმძღვანელად; 2022-2023წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო კვლევით პროექტში - "დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონა", ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები. BRG – I – 22 – 095 ძირითადი მონაწილე; 2023 წელს სამეცნიერო ხელმძღვანელია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის - "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა და კომპლექსური ატლასი". არის 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 1 საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი და 2 მონოგრაფიის თანაავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ საერთაშორისო (გერმანია, უკრაინა, ჩეხეთი და სხვ.) თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში და პროექტებში; აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ  და საერთაშორისო კარტოგრაფიულ და გეოგრაფიულ ფორუმებში. ქართველი გეოდეზისტი, კარტოგრაფი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახელმწიფო საზღვრების მოწყობის გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული საკითხები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.135-136; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: elibrary.sou.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: