შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან დადეშქელიანი![]()
ბიოგრაფიაძირითადად ცხოვრობდა ქუთაისსა და ცაგერში. 1890-იანი წლებიდან სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სვანეთში განათლების პრობლემებზე, აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში "ივერია", "დროება", "მოგზაური", "ეშმაკის მათრახი". დიდ წინააღმდეგობას უწევდა მთავრობის სურვილს, სამეგრელოსა და სვანეთის დაწყებით სკოლებში ქართულენოვანი სწავლების მეგრული და სვანური ენებით ჩანაცველების გამო. ამ საკითხზე 1903 წელს ლეჩხუმის თავადაზნაურთა კრებაზეც განაცხადა და კრებას საგანგებო დადგენილებაც გამოატანინა ("ივერია", 1903, №79, გვ.266). ახლოს იყო სოციალ-დემოკრატებთან. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისში. აგიტაცია-პროპაგანდას ეწოდა ლეჩხუმსა და სვანეთში. აჯანყების ჩახშობის დროს, სადამსჯელო რაზმებმა ლეჩხუმში მისი სახლ-კარი გადაწვეს. დაპატიმრებული იყო, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, მოახერხა გაქცევა და თურქეთს თუ სპარსეთს შეაფარა თავი. ამის შემდეგ მისი კვალი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქოს ქრება. 1918 წლის თებერვალში ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული ამბოხების დროს თან ახლდა სამთავრობო ჯარს. გლეხებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი მოკლეს ბოლშევიკებმა. პოლიტიკური მოღვაწე. ბექირბი (კონსტანტინე) დადეშქელიანის შვილი, ცხუმარელ დადეშქელიანთა წარმომადგენელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.788 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |