The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან დადეშქელიანი

ლევან დადეშქელიანი
ოფიციალური სახელი:ლეონტი დადეშქელიანი
სხვა სახელი:ლევან დადიშქელიანი
ბუნებით სვანი  (ფსევდონიმი)
დაშდან-გელან  (ფსევდონიმი)
დაშდან-გელან-სვანი  (ფსევდონიმი)
ლ. დ.  (ფსევდონიმი)
ლე- და-  (ფსევდონიმი)
ლევან დადეშკელიანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1873
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 1918  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისის საკ­რებულო ტაძარი, (1924 წელს ტაძრის დანგრევის შემდეგ საფლავის ბედი უცნობია)
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

ძირითადად ცხოვრობდა ქუთაისსა და ცაგერში. 1890-იანი წლებიდან სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სვანეთში განათლების პრობლემებზე, აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში "ივერია", "დროება", "მოგზაური", "ეშმაკის მათრახი". დიდ წინააღმდეგობას უწევდა მთავრობის სურვილს, სამეგრელოსა და სვანეთის დაწყებით სკოლებში ქართულენოვანი სწავლების მეგრული და სვანური ენებით ჩანაცველების გამო. ამ საკითხზე 1903 წელს ლეჩხუმის თავადაზნაურთა კრებაზეც განაცხადა და კრებას საგანგებო დადგენილებაც გამოატანინა ("ივერია", 1903, №79, გვ.266). ახლოს იყო სოციალ-დემოკრატებთან. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისში. აგიტაცია-პროპაგანდას ეწოდა ლეჩხუმსა და სვანეთში. აჯანყების ჩახშობის დროს, სადამსჯელო რაზმებმა ლეჩხუმში მისი სახლ-კარი გადაწვეს. დაპატიმრებული იყო, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, მოახერხა გაქცევა და თურქეთს თუ სპარსეთს შეაფარა თავი. ამის შემდეგ მისი კვალი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქოს ქრება. 1918 წლის თებერვალში ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული ამბოხების დროს თან ახლდა სამთავრობო ჯარს. გლეხებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი მოკლეს ბოლშევიკებმა. პოლიტიკური მოღვაწე. ბექირბი (კონსტანტინე) დადეშქელიანის შვილი, ცხუმარელ დადეშქელიანთა წარმომადგენელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.788

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა საკრებულო, წევრი (1900-1905)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: