შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ თუთარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1970 წელს. მუშაობა დაიწყო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე ლაბორანტის თანამდებობაზე. 1971 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის აგრომეტეოროლოგიის ლაბორატორიაში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს 29 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი უცხოეთშია დაბეჭდილი. თანაავტორობით შედგენილი აქვს 20-ზე მეტი აგროკლიმატური რუკა. გეოგრფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრავალწლიანი კენკროვანი კულტურების (შავი მოცხარი) ზრდა-განვითარებისა და მოსავლის ფორმირების აგროკლიმატური პირობების კვლევა საქართველოს მაღალმთიან რაიონებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.136
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |