The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია იაშვილი

ია იაშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1987 წელს.

1987 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, უფროს მასწავლებლად (1997), დოცენტად (1998). 1987-1990წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ქ. ქუთაისის მოსახლეობის ფორმირება უკანასკნელი 100 წლის მანძილზე, დეტალურადაა გამოკვლეული ქალაქის დემოგრაფიული ფონის ტრანსფორმაციის პროცესი საუკუნის ათწლეულის მანძილზე და ახსნილია მიზეზები. მისი კვლევის სფეროა: მიგრაციის გეოგრაფია, ტურიზმის გეოგრაფია, გენდერული კვლევები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქუთისის მოსახლეობის ფორმირების თავისებურებანი", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.137-138; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: