შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ინგოროყვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურრი ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1970-1990წწ. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს კომუნისტური პარტიის სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990-1995წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1991-1994წწ. აგროსამრეწველო ფირმა "სამგორის" გენერალური დირექტორი; 1994-1995წწ. სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995წ. "ახალი ქართული ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი; 1995-1998წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკის" გენერალური დირექტორი; 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საბანკო საქმის" კათედრის გამგე; 1998-1999წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 1999 წელს "გაერთიანებული ქართული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |