შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდრო-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1941 წელს. 1941-1945წწ. იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში. 1945 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში; 1952 წლამდე იყო თბილისის აერომეტეოროლოგიური სადგურის უფროსი ინჟინერ-სინოპტიკოსი; 1952-1957წწ. ამ სადგურის უფროსი; 1957-1978წწ. მუშაობდა თბილისის ამინდის ბიუროში - გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომები. კლიმატოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.138 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |