The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კაკაბაძე

ვლადიმერ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1979  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა კუხი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.

1936-1938წწ. იყო პარტიის ხონის რაიკომის მდივანი; შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილისა და უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. პროფესორ გ. გეხტმანის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურის კურსი. მეორე მსოლიო ომში იბრძოდა ყირიმში. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას. 10 წელი მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი უშუალო მონაწილეობით 1950-იან წლებში შეიქმნა და გამოიცა ინსტიტუტის ეკონომიკურ-გეოგრაფიული შინაარსის შრომების კრებულები, რომლებიც ეძღვნება გარე კახეთს, ზემო და ქვემო იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს, აფხაზეთსა და სხვა რაიონებს. შემდეგ კვლავ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. აქვე წლების მანძილზე განაგებდა გეოგრაფიის კათედრას. 1964 წლიდან მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს სსრკ და საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკურ გეოგრაფიასა და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიდა ქართლის ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის", დაიცვა 1950 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.138


გააზიარე: