შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა კალანდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1986 წელს. მუშაობა დაიწყო აფხაზეთის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტის თანამდებობაზე, 1998 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მასწავლებელია, სადაც პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებს საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიასა და ნიადაგების გეოგრაფიაში. მუშაობდა საკვალიფიკაციო ნაშრომზე - "აფხაზეთის ლანდშაფტურ-გეოფიზიკრუი ანალიზი". გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი სოხუმის ბოტანიკური ბაღისა და აფხაზეთის უნივერსიტეტის შრომებში. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, რომელთა მასალებში დაბეჭდილია მოხსენებათა მოკლე შინაარსი. ისინი შეეხება პალინოლოგიურ კვლევებს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.139
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |