The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კანდელაკი

ვასილ კანდელაკი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით; 1972-1975წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტსა და პ. შირშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში.

1975 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის სანაპირო ზონის დინამიკის ლაბორატორიაში ბათუმის სტაციონარის ხელმძღვანელად; 1978-1983წწ. ინსტიტუტის საზღვაო ექსპედიციების ჯგუფის ხელმძღვანელია; 1983-1987წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანია, ხოლო 1987-1988წწ. კლიმატოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1987 წელს მივლინებულ იქნა მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთიანი გეოსისტემების ლაბორატორიაში სამეცნიერო კვაფიკაციის ასამაღლებლად, საიდანაც ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. 1988 წელს განთავისუფლდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტიდან და გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად სსრკ გეოგრაფიის ინსტიტუტში მისი უფროსი მეცნიერ თანამშრომლად არჩევასთან დაკავშირებით, სადაც მუშაობდა მთიანი გეოსისტემების ლაბორატორიში. 2003 წლიდან რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური კონტროლის და გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერატიულ-საწარმოო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეა. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. საკვალიფიკაციო თემასა და ძირითად ნაშრომებში მოცემულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზონის დინამიკა და მორფოლოგია, თანამედროვე სანაპიროს აკუმულაციური და აბრაზიული ფორმები, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალქვეშ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის დინამიკა საქართველოს სსრ ფარგლებში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.139-140


გააზიარე: