The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ კანდელაკი

ოთარ კანდელაკი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1987  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი აგრონომ-მექანიზატორის კვალიფიკაციით 1932 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა აგროკლიმატოლოგიურ სადგურებში (სკრა, ჩაქვი, ბაკურიანი და სხვ.), საქართველოს ჰიდრომეტსამმართველოში აგრომეტეოროლოგიის განყოფილებაში; 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. შემდეგ საქართველოს მევენახეობის, მეღვინეობის, მებაღეობისა და მეხილეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც განხილულია საქართველოს აგროკლიმატური პირობები და აგროკლიმატური რესურსები; 1947 წელს მიიღო საავტორო მოწმობები გამოგონებაზე "ნიადაგის ამაორთქლებელი", 1975 წელს - "ვენახების სეტყვისაგან დასაცავი მოწყობილობა" და "მუდმივი ტენიანობის აორთქლების ჩამწერზე". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა აგროკლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის კურსს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიდა კახეთის ვენახების ნიადაგის ტენიანობის დინამიკა", დაიცვა 1950 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.140

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: