The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით დადიანი

Other name:ნოღელი  (Pseudonym)
Date of birth:1831
Date of death:16 May, 1906  (at 75 years)
Burial location:საკუთარი სახლის ეზო, სოფელი კურზუ (მარტვილის რაიონი)
Category:Writer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, მარტვილის რაიონი.

განათლება მიიღო მარტვილის მონასტერში. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან, წერდა საქართველოს ისტორიულ წარსულზე ("დროება", "ივერია", "მწყემსი"). ლექსების გარდა დაწერილი აქვს პოემები: "მარიამ მეგვიპტელი", "რუხის ომი" (სოლომონ I-ის დრო, როცა სამაგრელოს მთავარმა სოლომონის დახმარებით დაამარცხა აფხაზეთის მთავარი შარვაშიძე და მისი მოკავშირე ოსმალთა და ჩერქეზთა ლაშქარი, დაცულია საქართველოს მუზეუმში №245), პიესები: "იროდ-ანტიპა" (დრამა), "სიმონ ლაშხიძე" (კომედია), აგრეთვე წერილები მეგრული ენისა და სახარების შესახებ, რომელშიც აღიარებს, რომ მეგრული ენა ქართულის კილოკავია, ანუ იგივე ქართული, რუსულად დაწერილი აქვს წერილი "Где конец междуособий". 1866 წელს მონაწილეობას იღებდა "გლეხთა განთავისუფლების კომისიაში", როგორც წევრი და ექსპერტი. (მისი გარდაცვალების თარიღად ზოგი წყარო მიიჩნევს 1909 წელს). დიდი ნიკო დადიანის შვილიშვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.793


Share: