The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა ლენინგრადის კავშირგამბულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი 1989 წელს.

1969-1970წწ. სსრკ-ს გემთმშენებლობის მრეწველობის სამინისტროს გემების ელექტროტექნიკისა და ტექნოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი; 1972-1980წწ. ლენინგრადის პროფ. მ.ა. ბონჩ-ბრუევიჩის სახ. კავშირგაბმულობის ელ. ტექნიკური ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980-1984წწ. სსრკ კავშირგაბმულობის სამინისტროს მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი; 1984-1992წწ. ლენინგრადის სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება "კრასნაია ზარიას" ელექტრო-ტექნიკურ მოწყობილობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის მთავარი ინჟინერი, დირექტორი, სს "ეგრისის" დირექტორი, სს "ეგრისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1992-1998წწ. საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი; 1998-2000წწ. სს "ეგრისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორი; 2000-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N65 მარტვილის საარჩევნო ოლქიდან; 2021 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 183; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.310

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტები" , თავმჯდომარე (2021-)
  • რადიოკავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ევროპელი სოციალისტები", თავმჯდომარე (2021-)
  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტი, წევრი (2000-2005)
  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწივევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1988 - შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: