The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ იონათამიშვილი

ჯემალ იონათამიშვილი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

1974-1982წწ. სსრ კავშირის 50 წლისთავის სახელობის საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, უფროსი, განყოფილების გამგე, მთავარი მეტროლოგის მოადგილე; 1983-1984წწ. საწარმოო-სამეცნიერო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოს" წამყვანი ინჟინერი; 1984 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ხელსაწყოთმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი ინჟინერი, განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის  უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ისნის ვაზისუბნის N16 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 184

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1990-1991)

გააზიარე: