The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1928  (96 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჩხირაული, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ქ. ახალციხის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი 1947 წელს; გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1951 წელს.

მუშაობა დაიწყო სოფელ ანის (ახალციხის რ-ნი) 8 წლიანი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1951-1957წწ. იყო საქართველოს ალკკ ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი; 1957-1961წწ. ახალციხის რაიონული გაზეთ "წითელი დროშის" რედაქტორი; 1961-1962წწ. საქართველოს კპ ახალციხის რაიკომის მეორე მდივანი; 1962 წელს კვლავ იმავე გაზეთის რედაქტორი; 1970-1975წწ. ისევ რაიკომის მეორე მდივანი; 1975-1977წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ახცალციხის ზონალური ინსპექციის უფროსი; 1977-1983წწ. საქართველოს მენიცერებათა აკადეიის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი; 1983-1999წწ. ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; 1999 წლიდან თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის ახალციხის ფილიალის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მესხეთ-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის გეოგრაფია", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.141


გააზიარე: