The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზოია კაპანაძე

ზოია კაპანაძე
Date of birth:19 April, 1949  (76 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს.

1970 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა იმავე ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო შემდეგ უფროს ლაბორანტად; 1975 წლიდან ინსტიტუტთან არსებულ მოსამზადებელ კურსებსა და მოსამზადებელ განყოფილებაზე გეოგრაფიის მასწავლებლად; 1985 წლიდან - გეოგრაფიის კათედრის უფროს მასწავლებლად. ამავე პერიოდიდან ეწოდა კვლევით სამუშაოს - "აფხაზეთის ლანდშაფტების დინამიკა (ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების ანალიზის საფუძველზე)". ამ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი სოხუმის ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის შრომებში. წაკითხული აქვს მოხსენებები კონფერენციებზე, რომლებიც დაბეჭდილია მასალებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში კითხულობს სალექციო კურსს გეოგრაფიულ დისციპლინებში. უფროსი მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.141


Share: