The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი დადიანი

დიმიტრი დადიანი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 1895
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი
კატეგორია:პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტი და მონპელიეს (საფრანგეთი) სამეურნეო სასწავლებელი.

1875-1876 წლებში საფრანგეთიდან გაზეთ "დროებაში" აგზავნიდა და აქვეყნებდა წერილებს ევროპის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. 1881 წელს, ქუთაისში დააარსა ყოველკვირეული გაზეთი "შრომა" (ექიმ ნაზაროვთან ერთად). 1883 წელს დიმიტრი დადიანი აირჩიეს ქუთაისის ურთიერთნდობის ბანკის დირექტორად, შემდეგ საადგილმამულო ბანკის მმართველად (თავმჯდომარედ) ოპოზიციის მხრიდან. 1895 წელს აირჩიეს ფოთის საქალაქო გამგეობის წევრად, იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურთა დეპუტატი. ოდესაში სამკურნალოდ წასული გარდაიცვალა იქვე. გრიგოლ ეპისკოპოსისი ძმა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.794


გააზიარე: