შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგრაფ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1952-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში პოლიტეკონომიის კათედრაზე; 1960 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად – სტუ), იყო პოლიტეკონომიის (შემდგომში – ეკონომიკის თეორიისა და მარკეტინგის) კათედრის დოცენტი, პროფესორი, კონსულტანტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–1945); მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და ორი გამოგონების ავტორია; მისი შრომები ეხება მინეროლოგიური ნედლეულის ეკონომიკის, უმაღლესი განათლების ორგანიზაციის, საერთაშორისო ეკონომიკორი ურთიერთობების, საქართველოს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებისა და სხვა პრობლემებს; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მეტალურგიის დარგში; ფუნდამენტური ნაშრომი მიუძღვნა შავი მეტალურგიის ეკონომიკურ პრობლემებს საქართველოში; მან ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ზესტაფონის ფეროშენადნობების წარმოების ეკონომიკა. მისი მონაწილეობით შემუშავებულია და დანერგილია ადგილობრივი ქალცედონების გამოყენებით ფეროშენადნობების მიღების ახალი ტექნოლოგია. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები. ინჟინერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 511-512; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.82 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |