შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე დადიანი![]()
ბიოგრაფიასამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1870/80-იან წლებში. დაწერილი აქვს პოემები: "ყანშაუბეი", "გიორგი" (ჩვენი ცხოვრებიდან), "ოცნება", "ანუკა ბატონიშვილი" (გალექსილი ისტორია, გრიგილ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით), "ძველი ამბავი"; თარგმნა პუშკინის "Цыганский табор" და სხვა ლექსები. კონსტანტინე დადიანის ხელნაწერები და წიგნები ხანძარმა გაანადგურა 1906 წლის 3 თებერვალს, როცა მისი შვილის მუშნის პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმმა კონსტანტინე დადიანის სახლს ცეცხლი წაუკიდა. "დიდი ნიკო" დადიანის შვილიშვილი, მუშნი დადიანის მამა. კონსტანტინე (კოწია) გიორგის ძე დადიანი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.795 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |